700-ზე მეტი გარდაცვლილი და ხანძრის კერები- რა ვითარებაა კანადაში

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურის გამო  გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

ადილობრივი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის  ცნობით, ამ დროისთვის 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. უეცარი გარდაცვალების შემთხვევებმა სახიფათო ნიშნულს მიღწია სხვადასხვა რეგიონებშიც, გარდაცვლილთა უმეტესობა პენსიონერია.

სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე, კანადაში 170-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.