კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.
ადილობრივი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, ამ დროისთვის 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. უეცარი გარდაცვალების შემთხვევებმა სახიფათო ნიშნულს მიღწია სხვადასხვა რეგიონებშიც, გარდაცვლილთა უმეტესობა პენსიონერია.
სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე, კანადაში 170-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.