გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, განთიადი, ხაჩკოვი, პანტიანი, მანგლისი და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე წალკის რაიონის სოფლებში ალგეთი, დარაკოვი, წვერი და მიმდებარე სოფლებში; 07:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, სამტრედო, მამხუტი, ვანათი, დარბაზი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, ლოჭინი, გამარჯვება, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის ქუჩაზე; 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, განთიადი, ხაჩკოვი, პანტიანი, მანგლისი და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე წალკის რაიონის სოფლებში ალგეთი, დარაკოვი, წვერი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.