9 ივლისის ეპიდვითარება- გამოვლინდა 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 289 399 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 598.