გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, იალღუჯის, მუსხელიშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში სარალი, ახლო ლალო, დამია, კიროვკა, გეურარხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, ხადიკი, დარაკოვი, წინწყარო, ჩივთქილისა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, კონსტიტუციის, ბათუმის, 9 მაისის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის და შარტავას ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.







