964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- 2 ივლისის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 გამოჯანმრთელდა, 5 335 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.