CGC-ის ოპტიკური ინტერნეტი რუსთავში შეფერხებით მუშაობს

CGC-ის ოპტიკური ინტერნეტი რუსთავში შეფერხებით მუშაობს. როგორც კომპანიის მენეჯერმა TV4-ს განუცხადა, პრობლემა ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მაგისტრალური ოპტიკური კაბელი შეცდომით გადაიჭრა, რის გამოც უახლოესი ორი საათის განმავლობაში ინტერნეტის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს.

ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან.