Johnson & Johnson-ის მტკიცებით, მისი ვაქცინა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კომპანია Johnson & Johnson-ის განცხადებით, მის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „დელტა“ ვარიანტისა და სხვა შტამების წინააღმდეგ ეფექტურია. მათივე ცნობით, ვაქცინა ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 85 %-ით ეფექტურია, ხელს უწყობს ჰოსპიტალიზაციისა გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას და პირებს, რომლებიც მას ღებულობენ, იმუნიტეტი აცრიდან მინიმუმ რვა თვეს უნარჩუნდებათ.

„აქამდე შესწავლილი რვა თვის მონაცემები აჩვენებს, რომ Johnson & Johnson-ის კოვიდ-19-ის ვაქცინა წარმოქმნის გამანეიტრალებელი ანტისხეულების ძლიერ რეაქციას, რომელიც არ მცირდება, უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში გაუმჯობესებაც შეიმჩნევა“, – აცხადებს Johnson & Johnson-ისკვლევისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, მატაი მამმენი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს ყველა ვარიანტის, მათ შორის, „დელტას“, წინააღმდეგ. Johnson & Johnson-მა მონაცემები ონლაინ, ვებგვერდ bioRxi-ზე გამოაქვეყნა.