NCDC- ის ანგარიში: კორონავირუსის 0 მსხვერპლი ორჯერ აცრილთაგან

დაავადებათა კონტროლისა ცენტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც  2021 წლის 15 მარტიდან — 15 ივლისის პერიოდს მოიცავს.

NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334  133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394. ამასთან,  ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა შეადგენს სამიზნე პოპულაციის 12.2%-ს

რაც შეეხება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდგომ ინფიცირების მაჩვენებელს. 

NCDC-ის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში, SARS-CoV-2 ვირუსით დაინფიცირების რისკისა და გამოსავლის სიმძიმის შესაფასებლად ჩატარდა COVID-19 ვაქცინით ვაქცინირებული ინფიცირებული შემთხვევების აღწერილობითი ანალიზი. კვლევის პერიოდისათვის მინიმუმ ერთი დოზით აცრილი იყო 161 799 მოქალაქე, მათ შორის სრულად 106 084.

“იმუნიზაციის და ტესტირების ლაბორატორიული მოდულების მონაცემთა შეჯერებისას, აღნიშნულ პერიოდში იდენტიფიცირებული იქნა 1 207 ადამიანი. მათ შორის ერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილია 407, რაც იმავე პერიოდში საერთო ვაქცინირებულთა რაოდენობის 0,75%-ს შეადგენს. შესადარებლად დროის იმავე პერიოდში ინფიცირებულთა ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით ≥18 წლის პოპულაციაში 2.8%-ია”, —ნათქვამია განცხადებაში.

“იმუნიზაციის და ტესტირების ლაბორატორიული მოდულების მონაცემთა შეჯერებისას, აღნიშნულ პერიოდში იდენტიფიცირებული იქნა 1 207 ადამიანი. მათ შორისერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილია 407, რაც იმავე პერიოდში საერთო ვაქცინირებულთა რაოდენობის 0,75%-ს შეადგენს. შესადარებლად დროის იმავე პერიოდში ინფიცირებულთა ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით ≥18 წლის პოპულაციაში 2.8%-ია”, — ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინირებულების დიდ ნაწილში, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით