აზოტის პროფკავშირის წევრებმა საწარმოს კანცელარიაში პროფესიულ კავშირში გაწევრიანებულთა სია წარადგინეს

აზოტის პროფკავშირის კომიტეტის წევრებმა აზოტის საწარმოს კანცელარიაში დღეს პროფესიულ კავშირში გაწევრიანებულთა სია და განცხადებები წარადგინეს. პროფესიულ კავშირში ჯამში საწარმოს 733 თანამშრომელი ერთიანდება.

პროფკავშირების წევრების განცხადებით, განაცხადების წარდგენით მათ საწარმოს ადმინისტრაციას აცნობეს აზოტის პროფესიული კავშირის ოფიციალურად ფუნქციონირების შესახებ.

აზოტის პროფესიული კავშირი 22 მაისს, საწარმოს თანამშრომლების გაფიცვების პერიოდში დაფუძნდა.

შეგახსენებთ, აზოტელების აქციების შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საწარმოში დასაქმებულებს,რომელთა ხელფასი 1000 ლარამდე იყო სახელფასო ანაზღაურება 200 ლარით გაეზარდათ. იმ პირებს, რომელთა ხელფასი ქარხანაში 1000-1500 ლარამდე იყო,  ანაზღაურება 100 ლარით გაეზარდათ.