გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხრიდან ონკოლოგიური მანიპულაციებისთვის გამოკვლევების დაფინანსება 500 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება, 50%-ის ნაცვლად 80%ით დაფინანსდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 9 საკითხი განიხილეს. მათ შორისაა:
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი,
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოქალაქეთა სოციალური დახმარების საკითხები.”









