გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად 3 პირი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.