დღეიდან “ფაიზერით” ვაქცინაცია იწყება

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა.

ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

პროცესში 30  ჯგუფია ჩართული და მათი რაოდენობა ეტაპიბრივად გაიზრდება.

ქვეყანაში  28 000 დოზა Pfizer​-ია შემოსული და ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებით დოზებს ელოდებიან.