ეკონომიკის მინისტრმა დაჭრილ ტურისტს სასტუმროში დასვენება შესთავაზა

ეკონომიკის მინისტრმა 5 ივლისს, თბილისში დაჭრილ ტურისტს “საპარტნიორო ფონდის” სასტუმროში დასვენება შესთავაზა.

ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი შემთხვევები ევროპის დიდ ქალაქებშიც ხდება, მთავარია რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო.

“ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი “ლიკანის” სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.