უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან “კომენდანტის საათი” აღარ იმოქმედებს.
TV4 დაინტერესდა, რა გრაფიკით გააგრძელებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
როგორც კომპანია “ინტერტრანსში” TV4-ს განუცხადეს, დღეს ბოლო მიკროავტობუსი თბილისიდან (სპორტის სასახლიდან) რუსთავის მიმართულებით ნაცვლად 21:30-ისა, 01:00 საათზე გამოვა.
რაც შეეხება სადგურის მოედნიდან მომავალ მიკროავტობუსებს, ბოლო ტრანსპორტი დღეს 23:00-ზე გამოვა.
ეს გრაფიკი მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება.
“ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ რამდენიმე დღე მგზავრთა ნაკადს დააკვირდებიან და კომპანია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით.