ნაჯახით შეიარაღებული კაცი ჯერ ეკლესიას, შემდეგ კი პოლიციას დაესხა თავს

ოზურგეთში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ნაჯახით შეიარაღებული პირი  თავს დაესხა . მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა 55 წლის კაცი ადგილზე დააკავეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაჯახით შეიარაღებული პირი პატრულის ეკიპაჟზე თავდასხმამდე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შეიჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.