ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.