საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტის – „დიდგორელი“ გარდაბნის მუნიციპალური ტურის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონიალს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, გარდაბნის მერის მოადგილე და ოთარ გავაშელიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს, მათ პედაგოგეგბსა და საჯარო სკოლის დირექტორებს „დიდგორელის“ სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
გამარჯვებულმა ხუთმა მონაწილემ და წარმატებულმა კონკურსანტებმა სპეციალური საჩუქრები და ისტორიულ-შემეცნებითი შინაარსის ლიტერატურა მიიღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.
აღსანიშნავია, რომ „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას ისახავს.









