ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე სესია დასრულდა.
როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები აცხადებენ ტესტი საშუალო სირთულის იყო.
გამოცდის დაწერის შემდეგ, აბიტურიენტებმა TV4-თან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ არგუმენტირებული ესეს დაწერა შემდეგ თემაზე მოუწიათ: “ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს ლიტერატურას”. პროგრამული ტექსტის გასაანალიზებლად მოცემული იყო ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონი” არაპროგრამული ტექსტის სახით კი ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის მოთხრობიდან “შურისძიება”.