რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები, საკუთრებაში კიდევ 26 ოჯახს გადაეცა.
საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი განკარგულებით, წლების განმავლობაში დაკავებული ფართები, ამჯერად, ტერენტი გრანელის ქუჩაზე , მე-6-ე მიკრო რაიონში და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ 26 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა.
აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 26 ოჯახს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარიმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ , რუსთავის მერის მოადგილეებმა კახა გურულმა და დავით იშხნელმა გააცნეს. მაჟორიტარმა დეპუტატა და მერის მოადგილეებმა , მათ მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.
საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც რუსთავში ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, დღეისათვის ჯამში 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.