ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, „თბილისი პრაიდის“ ოფისში, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ. ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ოფისში აივნიდან გადავიდნენ და  ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების დროშები ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.

სამართალდამცველებმა მათ ოფისში კარიდან შესვლის საშუალება არ მისცეს, ისინი კედლიდან ავიდნენ და ისე შეძლეს ოფისის შენობაში შესვლა. მათ შენობის აივანზე საქართველოს დროშა გადმოკიდეს.