შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. პირველი ის საქართველოს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშველოვანი დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

“საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, გზავნილი, რომელიც უცვლელი რჩება ყველა გამოწვევის მიუხედავად”, – დაწერა ზურაბიშვილმა.

მიშელი დღესვე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. საუბრის მთაავრი თემა 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და 5-6 ივლისს მოვლენები იქნება.

ვიზიტის ფარგლებში მიშელი ასევე, შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა.