შსს: არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს

არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს“, – განაცხადა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება.

შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

იხილეთ შსს მიერ გავრცელებული კადრები.