კომპანიებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, დღეიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღება განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვის ცენტრში.
„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: „ჯივიპის“ მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge და „რუსთავის წყლის“ შემთხვევაში online@rwc.ge.
სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.