ჰომოფობიური ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიდიან.

ისინი “სირცხვილიას” ოფისში შეიჭრნენ და იქ მყოფ მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.  მოძალადეები კვერცხებით და სხვადასხვა საგნებით არიან შეიარაღებული. ისმის ძალადობრივი მოწოდებები და აგრესიული შეძახილები.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ჯამში სულ მცირე 10-მდე ჟურნალისტი გახდა აქციის მონაწილეების სამიზნე.