გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატების სია რუსთავში ცნობილია

რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრაზე მერობის საერთო  კანდიდატად დავით კირკიტაძე დასახელდა. ვიცე-მერობის საერთო კანდიდატები “ევროპული საქართველოს” პარტიიდან ინგა სიხარულიძე  და “გირჩის” პარტიიდან ირაკლი კუკანია იქნებიან.
ამასთანავე, ცნობილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის ვინაობაც. ოპოზიცის მიერ დასახელებული კანდიდატი – ნინო იმედაშვილი იქნება.
  • პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნანა შატბერაშვილი;
  • მეშვიდე სამაჟორიტარო ოლქი – თინა ლოცულაშვილი;
  • მეექვსე სამაჟორიტარო ოლქი – “ლელო საქართველოსთვის” პარტიიდან ნათია მანჯგალაძე;
  • მეხუთე სამაჟორიტარო ოლქი – “ევროპული საქართველოს” პარტიიდან ვახო ქებაძე;
  • მეოთხე სამაჟორიტარო ოლქი – ამირან მიქაძე.