გაიზარდა თუ არა ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში | NCDC -ის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 065 848​ აცრა ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 734 112 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 331 736.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. გარდაიცვალა 79 ინფიცირებული.