პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სია ცნობილია. როგორც პარტიაში აცხადებენ, კანდიდატები პარტიის მხარდამჭერებმა პლატფორმაზე www.girchi.org-ზე ხმის მიცემით შეარჩიეს.
პარტიის საკრებულოს სიის პირველი 6 ნომერი იქნება:
1. ირაკლი კუკანია
2. ბექა თავაძე
3. დაჩი გიორგაძე
4. ალექსანდრე წიქარიშვილი
5. ნიკა გაბათაშვილი
6. ქეთი შინჯიკაშვილი
ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, რუსთავში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, შესაბამისად უცნობია “გირჩი -მეტი თავისუფლება” დააყენებს ინდივიდუალურ კანდიდატს, თუ მხარს დაუჭერს ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს.









