ვინ იქნებიან ბოლნისში “ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები

ბოლნისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები, მუნიციპალიტეტის მერმა და თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშვილმა წარადგინა.

ბოლნისში “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინა. ბოლნისში იმყოფებიან მმართველი გუნდის ლიდერები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

რიგორც შერაზადიშვილმა განაცხადა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

“1)      ქალაქ ბოლნისში ჩვენი  კანდიდატია განათლებული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული ახალგაზრდა კაცი გიორგი მირიანაშვილი

2)      ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც უზომოდ უყვარს  ჩვენი ქალაქი,  დავით ჯაფარიძე.

3)      ქვემო ბოლნისის თემში ჩვენი კანდიდატია ახალგაზრდა ადამიანი მახირ ბაირამოვი

4)      სოფელ ბოლნისის თემში გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს გამოცდილი წევრი  ლევონ მანუკიანი.

5)      რატევნის, ქვეშის, ტანძიის თემში ჩვენი კადიდატია, პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი, გიორგი ლომიძე.

6)      დაბა თამარისისა და ნახიდურის თემში წარმოგიდგენთ გამოცდილ კადრს  ვუგარ ისაევს.

7)      მამხუტის თემში წარმოგიდგენთ  შეუპოვარ  მებრძოლს- რასულ ბახტიაროვს.

8)      ტალავრის თემში გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს დოსტუ აშიროვი.

9)      აკაურთის თემში ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად იბრძოლებს ფარუხ სარიევი

10)დარბაზის თემში წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს მურმან ნაბიევს.

11)  რაჭისუბნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატია, ჩვენი გუნდის ახალი და ახალგაზრდა წევრი ალექსანდრე რეხვიაშვილი.

12)დაბა კაზრეთის  თემშიკიდევ ერთხელ  წარმოგიდგენთ გია ბასილაშვილს;

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის.”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.