თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი, მეცნიერი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

ის 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის — „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“,2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი.  2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008 -2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის  წევრი.

ავტორი წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ , „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ , „მოგზაურობა სასიტყვეთში“ .

ინფორმაციას თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების შესახებ, მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.