იბრძოლებს თუ არა ლევან ონიანი რუსთავის მერობისთვის

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანი, რომელიც “ქართული ოცნებიდან” წავიდა და “სახალხო პარტიას” შეუერთდა, სავარაუდოდ, რუსთავის მერობის კანდიდანტი იქნება, თავად ონიანი არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, “სახალხო პარტიაში” ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჯერ მიდის მოლაპარაკებები და როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ყველასთვის ცნობილი გახდება. ამ ეტაპზე არც ვადასტურებ და არც უარვყოფ,” – განაცხადა ლევან ონიანმა TV4-თან საუბრისას.

კითხვაზე, თუ როდის გეგმავს პარტია მერობისა და საკრებულოს დეპუტატების კანდიდატების წარდგენას, ონიანი კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი მუშაობის პროცესშია.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა “ქართული ოცნება” 12 აგვისტოს დატოვა და “სახალხო პარტიას” შეუერთდა. ონიანს თანამდებობა 19 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დაატოვებინეს.