დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მისი პირადი რეკომენდაციაა, აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს, ხოლო აცრილებისთვის – არა.
“ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.