თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 3 კვირის წინ იმშობიარა. იგი რვა თვის ორსული იყო, როდესაც ვირუსი დაუდასტურდა.
როგორც ივანე ბოკერიას კლინიკაში აცხადებენ, ქალის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა, ხოლო ჩვილის გადარჩენა მოხერხდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.