გარდაბანში, მტკვარში არასრულწლოვანის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა, მაშველები არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, საძიებო სამუშაოები გაძლიერებული რესურსით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი, სამი მყვინთავი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხესაწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მტკვართან სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც იგი წყალში შევიდა და დინებამ წაიღო.