მთავრობის გადაწყვეტილება სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით ცნობილია

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, 4 ოქტომბრის შემდეგ, იმ ქალაქებში და სოფლებში სადაც ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4% დაბალი იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება. სადაც 4%ზე მაღალი, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

რაც შეეხება ბაღებს, სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება.

„4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.