„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ქვემო ქართლის რეგიონში იქნებიან:

მარნეული – ელდარ მუსტაფაევი;

ბოლნისი – ვახტანგ ჩაგელიშვილი;

გარდაბანი – ბესიკ კახაბრიშვილი;

წალკა – რუსლან ხუციშვილი;

შეგახსენებთ, პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მერობის კანდიდატების ნაწილი 15 აგვისტოს დაასახელა.