სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 5 აგვისტოს, 19:00 საათზე რუსთავის პარკში (ამფითეატრი) ანსამბლი „ნატვრის ხე“ საიუბილეო კონცერტს გამართავს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.