რუსთავში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზდე პარტიები მემორანდუმზე აწერენ ხელს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების ნაწილი რუსთავის მერობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს მხარს დაუჭერენ და ამასთანავე, დასახელდება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
“დღეს აქ შეკრებილია სრულიად ოპოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს უხარია, ოპოზიციის გაერთიანება ქალაქ რუსთავში. ოპოზიცია რომელიც გაიმარჯვეს 2 ოქტმობერს არჩევნებში, მოვა ადგილობრივ ხელისუფლებაში და ეს იქნება პირველი პრეცედენტი რუსთავში. ქალაქ რუსთავს ეყოლება კოალიციური მმართველობა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.









