“ქართულმა ოცნებამ” თეთრიწყაროში მერობის კანდიდატი წარადგინა

ქვემო ქართლში “ქართული ოცნება” მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მერობის კანდიდატი, გიორგი წიკლაური პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ წარადგინეს.

“ჩვენს ხალხს არ ეშლება არჩევანის გაკეთება. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ჩვენმა გუნდმა თქვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოცდა ჩააბარა, ბევრი შეცდომებიც მოგვივიდა, ბევრი ხარვეზი იყო, ყველაფერი გავასწორეთ, კარგად გავიაზრეთ შეცდომები, ხარვეზები და მივდივართ წინ. რაც მთავარია, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თეთრიწყაროში.

“ღრმად მწამს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, გქონდეს საშუალება ემსახურო საკუთარ ხალხს, ქალაქსა თუ ქვეყანას. სწორედ ამას ადასტურებს ჩემი განვლილი ცხოვრება და ეს განცდა იყო უმთავრესი მოტივატორი, გაათმაგებული ენერგიით მომეკიდა ხელი ახალი საქმისთვის, ახლა უკვე განსხვავებულ ამპლუაში გამეგრძელებინა ჩემი ხალხის მსახურება.” -განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

თეთრიწყაროს მერობის კანდიდატმა, გიორგი წილაურმა მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა:

თეთრიწყაროს სამაჟორიტარო, ზურაბ დალაქიშვილი;მანგლისი ლევან წიკლაური; ასურეთი თინა აღდგომელაშვილი; მარაბდა გიორგი ფიჩხულაშვილი; ბორბალოს სამაჟორიტარო რამაზ ჩომახაშვილი; წინწყარო მამუკა შავაძე; თონეთი ვაჟა ნადირაძე;ირაგა რამაზ გულბანი; კოდი მერაბ ღაღეთაშვილი; ორბეთი რომანი ქავთარაძე; ჯორჯიაშვილი ოთარი ლონდარიძე; ჭივჭავის სამაჟორიტარო ლევან ფანგანი.