ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სამება იყო.

სეისმურო მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვეა სოფელ სამებაში დაახლოებით კვირაში ერთი მიწისძვრა მაინც ხდება. მხოლოდ გუშინ, 9 აგვისტოს, ნახევარ საათიანი შუალედით სამებაში ორი მიწისძვრა იყო.