საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია.
ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ით გაიზარდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი 3.23%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,16 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 3.37%-ით გაიზარდა Premium 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,25 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები მცირედით, 0.87%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,95 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 33.24%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,8 ლარი შეადგინა.









