შატბერაშვილი: ნაკლებად საინტერესოა “ოცნების” შიგნით მიმდინარე შიდა გარჩევები[ვიდეო]

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან. საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნანა შატბერაშვილი ამბობს, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური “გარჩევები” საინტერესო არ არის და მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

“ნაკლებად საინტერესოა “ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე შიდა პოლიტიკური გარჩევები. ყველაზე მთავარი არის ის, რომ რუსთაველები ზუსტად ისე, როგორც მთელ საქართველოში ელოდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, რომელიც თითქმის რეფერენდუმთან არის გათანაბრებული, იმისათვის, რომ ერთის მხრივ ადგილობრივი მთავრობები შეცვალონ რეგიონებში და მეორეს მხრივ მიღებული შედეგებით აიძულონ მთავრობა,რომ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.”- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.