ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონდებლობით დადგენილი უამრავი პროცედურა და ღონისძიება არის განსახორციელებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამიტომ, ჩვენ გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია – აკრედიტაცია” – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

როგორც ცესკო-ში განმარტეს, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.