“ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს” : საქართველოში ახალი პრეპარატი შემოდის

მომდევნო 3-4 კვირაში, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსის  სამკურნალო ახალი პრეპერატი შემოვიდეს. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პრეპარატი მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

“ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ

ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც გამოიყენება, თუმცა პრეპერატი საკმაოდ ძვირადღირებულია.