კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რომლის წინაშეც რუსთავი დგას: კუჭავა ეკოლოგიურ პრობლემებზე

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და არასოდეს გვიჭირს თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქალაქი რუსთავი. პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოვყოფდი ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებს, – ამის შესახებ კახა კუჭავამ რუსთავის ცენტრალურ პარკში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 

“მე მინდა გითხრათ, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ამ ქალაქში გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის არსებობა, არამედ ძლიერი მერი, რომელიც შეძლებს აღასრულოს ეს ნორმები და რეალურად, რუსთავის ოცნება, ქალაქი სუფთა ჰაერით და ქალაქი ეკოლოგიურად სუფთა, – გახდეს რეალურად”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.