ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა. ინფიცირებულები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პაციენტები კლინიკაში 30 ივლისიდან მკურნალობდნენ.

“სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დედა 54 წლის, შვილი კი 31-ის იყო. დედა გუშინ დაიღუპა, შვილი დღეს”, – განაცხადეს კლინიკაში.