ბოლნისის მერი: თქვენი ჩართულობით, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ ბოლნისის მერობის კანდიდატად მის დასახელებას ეხმაურება.

როგორც დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სურს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მეტი შრომა გაწიოს.

“ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, პარტიამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კიდევ ერთხელ წარმადგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

იყო ხალხის სამსახურში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ და მსურს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის კიდევ მეტი შრომა გავწიო. ჩემი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა ისევე მაწუხებს და ისევე მტკივა, როგორც თითოეულ ბოლნისელს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ, გამოწვევები კიდევ ბევრია, ამიტომ, მჯერა, თქვენი ჩართულობით, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!