ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიცპალიტეტში, სოფელ მუშევანთან არსებული მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ხიდზე ჯებირები მონტაჟდება, შემდგომ კი ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი ხიდი მოეწყო, რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილება არ შეფერხებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიცპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.