სამართალდარღვევის 35 ფაქტი ბოლო 3 კვირის განმავლობაში

ბოლო 3 კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც იურიდიული პირი 10 000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. ფერაძის თქმით, ღონისძიებების და თავშეყრის ადგილების გარდა, ასევე ყველა სხვა მიმართულებით მონიტორინგი განხორციელდება.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში შრომის ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ მონიტორინგს ახორციელებს და ამის ფარგლებში ჩვენ გამოვავლინეთ სამართალდარღვევის 35 ფაქტი, რომელიც დაჯარიმდა, იურიდიული პირი 10 000 ლარით, ფიზიკური პირი კი 2000 ლარით. ამასთან, მასობრივი თავშეყრის, ღონისძიებების გამო, რომელიც აკრძალულია, დალუქულია 20-მდე დაწესებულება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ღონისძიებების მიმართულებით დარღვევები, არამედ სხვა მიმართულებითაც. ჩვენ მონიტორინგი გავამკაცრეთ სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და ასევე ყველა სხვა მიმართულებით განხორციელდება მონიტორინგი“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.