გაბუნია: “დელტა შტამი” მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებაში

“დელტა შტამი” ორსულებში შედარებით სწრაფად ვრცელდება, იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და უფრო მძიმე მიმდინარეობა შესაძლებელია გამოიწვიოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ორსულების დაინფიცირების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეაგირება.

“სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება. უფრო უკავშირდება ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც ორსულების პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას.

საბედნიეროდ, პირველი შტამის პერიოდში, საწყისი შტამი რაც იყო, მსგავსი ტიპის რეაქციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების შემთხვევები და ასევე გარდაცვალებისაც. ​”დელტა შტამი” მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებთან მიმართებაში.”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.